საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს 2023 წლის ბიუჯეტის მიმართულებებს აცნობს.
ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, მომდევნო წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მთელი რიგი უწყებების დაფინანსების გაზრდა, მათ შორის, გათვალისწინებულია ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა.
თავდაცვის შეიარაღებისთვის გათვალისწინებულია 175 მილიონ ლარამდე, ხოლო ჯარის ლოგისტიკური ხარჯებისთვის 285 მილიონ ლარამდე.
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 216 მილიონ ლარზე მეტი.
ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ