გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
17 ნოემბერს, გორში, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +14 გრადუსს მიაღწევს.
პერიოდულად ღრუბლიანობა, უნალექო ამინდი და +15 გრადუსია ნავარაუდევი გორში 18 ნოემბერს.
+16 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გორის მუნიციპალიტეტში 19 ნოემბერს, 20 ნოემბერს კი, ჰაერის ტემპერატურა კიდევ 2 გრადუსით მოიმატებს და +18 გრადუსს მიაღწევს.
პერიოდულად ღრუბლიანობა და ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი 21-დან 24 ნოემბრის ჩათვლით.