საზოგადოება
17.11.2022 11:57
ხურვალეთის საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 - საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „ზოგადი პროფილის პედიატრი“. სასურველია, გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟიც.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტიდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა).

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 25 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

კვირის ამბები