კულტურა
16.11.2022 13:08
გორის ისტორია - როგორ გამოიყურებოდა მე-2 სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნახევარი საუკუნის წინ

უამრავ სხვა დოკუმენტთან ერთად, გორის არქივში დაცულია ფოტო, სადაც აღბეჭდილია მე-2 საჯარო სკოლის შენობა და მიმდებარე უბანი.

გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის,  ქეთევან მაჭარაშვილის ინფორმაციით, ფოტო, რომლის ავტორიც უცნობია, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 70-იან წლებშია გადაღებული.

როგორც ფოტოსურათიდან ჩანს, იმ პერიოდში, აღნიშნული უბანი საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული ერთმანეთზე მიჯრით მდგარი პატარ-პატარა სახლებით.

რაც შეეხება სკოლის შენობას, როგორც ,,გორის მაცნეს" სკოლის დირექტორმა გია ბერძნიშვილმა განუცხადა, გორის მე-2 საჯარო სკოლის ამჟამინდელი შენობა 1957-1958 წლებში აშენებულა, მანამდე კი, სკოლის შენობის გვერდით (სადაც ახლა ,,ფინური სახლია) ყოფილა განთავსებული ხის შენობაში.

კვირის ამბები