აკადემიკოს შალვა ამონაშვილის პროექტი „ჰუმანური საქართველო" სტარტს შიდა ქართლიდან აიღებს.
დაინტერესებული პირები შეხვედრაზე დასწრებას 22 ნოემბერს შეძლებენ. ღონისძიებას გ. ერისთავის სახელობის თეატრი უმასპინძლებს.
„ჰუმანური შიდა ქართლი“ - ს ფარგლებში, შეხვედრებს გამართავენ: ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი - შალვა ამონაშვილი; ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი - პაატა ამონაშვილი და ჰუმანური პედაგოგიკის საქართველოს მოძრაობის ხელმძღვანელი - თამარ სხვიტარიძე. შეხვედრა ორ ეტაპად გაიმართება: 12:00 საათზე მშობლებთან, 17:00 საათზე კი - მასწავლებლებთან“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ