გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით, სკვერებისა და გაზონების გამწვანება აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მორიგი ლოკაცია, სადაც დეკორატიული მწვანე ხე-მცენარეები დაირგო, გოგებაშვილის სკვერია.
„გამწვანების აქცია, საზოგადოებრივი მოძრაობა„სადაგის“ ინიციატივით და კეთილმოწყობის სააგენტოს მხარდაჭერით, მდინარე მეჯუდას სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მცენარეების დარგვის პროცესში „ახალგაზრდული ცენტრი ახალი თაობის“ წევრები და მოხალისეებიც ჩაერთნენ. დაირგო80 ძირი ხამეციპარისი და ნაძვი, რომელიც ორგანიზატორებს„გრატოს სათბურებმა“ საჩუქრად გადასცა,“ - აცხადებენ გორის მერიაში.