შერთულში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, ინფრასტრუქტურული პროექტი რომლის ღირებულებაც 649 899, 97 ლარია, გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 875 მეტრია. აღნიშნულ გზაზე, დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა, ამიტომ ნალექის დროს გადადგილება უჭირდათ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს.
პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, გარდა ამისა, მოეწყობა 1 010 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხიც.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს მოუწერიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.