საზოგადოება
15.11.2022 12:38
შიდა ქართლში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 32 ლოკაციაზე ტარდება - ვაქცინაცია გახანგრძლივდა, 22 ნოემბრის ჩათვლით, ყველა მსურველისთვის უფასოა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახანგრძლივდა და 22 ნოემბრის ჩათვლით ყველა მსურველისთვის უფასოა.

ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს, რაც შეეხება შიდა ქართლს, ვაქცინაცია შესაძლებელია 32 სამედიცინო დაწესებულებაში.

ცნობისთვის, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ,,სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

(გაეცანით შიდა ქართლში მოქმედი იმ სამედიცინო დაწესებულებების ნუსხას, სადაც შესაძლებელია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია)

კვირის ამბები