გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების სააგენტოს, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობინადრე მიუსაფარი ცხოველების იზოლირების, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვას უზრუნველყოფს, გუშინ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა. მამაკაცმა განაცხადა, რომ საავტომობილო მაგისტრალზე მუყაოს ყუთი შენიშნა, რომელშიც 6 პატარა ლეკვი აღმოჩნდა. ერთ-ერთი თავად იშვილა, 5 მეტისი კი, სპეციალური სერვისების სააგენტოდან ჩუქდება. სააგენტოს დირექტორმა თამარ აფციაურმა GMnews-თან საუბრისას განაცხადა, რომ მჩუქებელი, შემდგომში, სურვილის შემთხვევაში, სტერილიზაციის სერვისითაც უფასოდ ისარგებლებს.
,,ხუთივე ლეკვი ძუ გახლავთ. ერთ-ერთ მათგანს ყურები აქვს ახალი მოჭრილი და ასეთ მდგომარეობაში მიატოვა პატრონმა. მამაკაცმა, რომელმაც ლეკვები იპოვა და ჩვენთან მოიყვანა, ერთი თავად იშვილა, ხუთი კი ჩუქდება. მჩუქებელს გასუფთავებულს, ჭიებზე დამუშავებულს გავატანთ, შემდგომში კი, უფასოდ ისარგებლებს ცოფზე ვაქცინაციის და სურვილის შემთხვევაში, სტერილიზაციის სერვისით“, - განაცხადა თამარ აფციაურმა.