საზოგადოება
15.11.2022 10:42
დღეს და ხვალ გორში იწვიმებს - გაეცანით ამინდის გრძელვადიან პროგნოზს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტში, დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ნალექი, 12 საათიდან კი გამოიდარებს, მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე წვიმა მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +11, ღამის საათებში კი +3 გრადუსს მიაღწევს.

ღრუბლიანობა, პერიოდულად ნალექი და +10 გრადუსია ნავარაუდევი გორში 16 ნოემბერს.

სინოპტიკოსების ცნობით, 17, 18 და 19 ნოემბერს, მოსალონელია უნალექო ამინდი და პერიოდულად ღრუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +12, +15 გრადუსს მიაღწევს.

20 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე კი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კვლავ ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი.

კვირის ამბები