14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. დიაბეტის მსოფლიო დღის 2022 წლის გზავნილია დიაბეტის მოვლის ხელმისაწვდომობა, შესაბამისად საინფორმაციო კამპანია ფოკუსირებულია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის დიაბეტის მიმართულებით განათლებაზე წვდომის აუცილებლობაზე.
„ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს დიაბეტით 537 მილიონი ზრდასრული ადამიანი (1 10-დან) ცხოვრობდა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 643 მილიონამდე 2030 წლისთვის და 783 მილიონამდე 2045 წლისთვის.
დიაბეტით დაავადებული 2 მოზრდილიდან თითქმის 1 (44%) რჩება დიაგნოზის გარეშე (240 მილიონი). უმეტესობას აქვს ტიპი 2 დიაბეტი.
დიაბეტით დაავადებული 4-დან 3-ზე მეტი ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. 541 მილიონ ზრდასრულ ადამიანს აქვს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი. 1,2 მილიონზე მეტი ბავშვი და მოზარდი (0-19 წელი) ცხოვრობს ტიპი 1 დიაბეტით. 6 ნაყოფიდან 1 ვითარდებოდა (21 მილიონი) ორსულობის დროს დედის ჰიპერგლიკემიის ფონზე. 2021 წელს შაქრიანი დიაბეტის შედეგად დაიღუპა 6,7 მილიონი ადამიანი“, - ვკითხულობთ სტატისტიკაში რომელსაც საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიოური ასოციაციების კავშირი ავრცელებს.
დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აერთიანებს მსოფლიოს 145-ზე მეტ ქვეყანას.
დიაბეტის დღეს მსოფლიო 1991 წლიდან აღნიშნავს, საქართველოში კი ეს თარიღი 1992 წლიდან აღინიშნება.