სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 - საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „ზოგადი პროფილის პედიატრი“. სასურველია, გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟიც.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 18 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.