საზოგადოება
14.11.2022 13:26
გორში პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, საქართველოში პოლონეთის ელჩის მოადგილესთან, მარიუშ პიეტჟაკთან, საქართველოში პოლონეთის კონსულთან პიოტრ პომიანოვსკისთან, გორის უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი სოსიაშვილთან და სასულიერო პირებთან ერთად დამოუკიდებელი პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის, მარშალის, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის იუზეფ პილსუდსკის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

პილსუდსკის მემორიალამდე, პოლონელ დიპლომატებს გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, რომლემაც სტუმრებს ნაციონალური დღესასწაული მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ გორსა და პოლონურ ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრა გაგრძელდა უნივერსიტეტის პოლონურ - ქართული თანამშრომლობის ცენტრში. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლონური უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში მონაწილე ქართველი სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, სასულიერო პირები და პოლონური წარმომავლობის გორელი მოქალაქეები.

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე 1918 წლიდან ყოველწლიურად, 11 ნოემბერს აღინიშნება. წელს პოლონელები ნაციონალურ დღესასწაულს 104-ედ აღნიშნავენ.

კვირის ამბები