საზოგადოება
14.11.2022 12:33
მიმდინარე წელს ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
მიმდინარე წელს, ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, სოფელ ქვახვრელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზას. საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 881 მეტრს შეადგენდა. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, ასევე, მოეწყო გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
„საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან ერთად, სოფელში მიმდინარეობს სპორტული მოედნის მოწყობა, საბავშვო ბაღის სახურავის შეცვლა და შემოღობვა. ამავე ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ უფლისციხეში კი, მიმდინარე წელს ახალი სასმელი წყლის სისტემა დამონტაჟდა, რომლითაც 250 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
 
კვირის ამბები