გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - მერია
გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ხორციელდება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე სასმელი წყლის სისტემების, სპორტული მოედნების, სკვერებისა და სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა.
„აქტიურ ფაზაშია ისეთი ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროექტების განხორციელებაც, როგორიცაა ეზოების მოწესრიგება, სახურავების, ლიფტებისა თუ საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. ამასთან, მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერისა და სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებიც.
გარდა ამ პროგრამებისა, ხორციელდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ათეულობით პროექტი - მიმდინარეობს ხიდების, გაბიონების, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია“, - აცხადებენ მერიაში.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, 2022 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა დასრულებულია, პროექტების ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება, რამდენიმე პროექტი კი გარდამავალია.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტების ჩამონათვალს, ამ დროისთვის მიმდინარეობს:
ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია; სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია; სადგურის დასახლებაში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის ბეტონით მოწყობა; სოფელ ახალდაბაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; ქიწნისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; მელიქიშვილის ჩიხთან გასამაგრებელი გაბიონის მოწყობა; „ძველი ხიდის“ რეაბილიტაცია; საქაშეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა; მუსხელიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა; ცხინვალის გზატკეცილზე (ახალ ბაზართან) გზის რეაბილიტაცია;
კორპუსის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია - შინდისის გმირების გამზირი N16 (ამხანაგობის თანადაფინანსება);
კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია - სუხიშვილის ქუჩა N24 (ამხანაგობის თანადაფინანსება);
კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია - ანწუხელიძის ქუჩა N3 (ამხანაგობის თანადაფინანსება);
კორპუსის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა - შინდისის გმირების გამზირი N1 (ამხანაგობის თანადაფინანსება).
გარდა ამ პროექტებისა, გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.