საზოგადოება
11.11.2022 12:56
კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან გამართეს

გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში სტუდენტების შემდეგ, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა  მოსახლეობასთან გამართეს.

პროკურორებმა, მოქალაქეებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე, საუბარი, ასევე, შეეხო ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს.

სამართალდამცავებმა მოწმის და დაზარალებულის კოორდინირების სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულების დროს კოორდინატორები დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერას, მათ გაძლიერებას უზრუნველყოფენ.

 ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

კვირის ამბები