გორში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მინი ფეხბურთში პირველობა გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ვაჟებს შორის ერთმანეთს გორის VI და ბერბუკის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.
გოგონებს შორის კი გორის IX და წითელუბნის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს.
პირველი ადგილები გორის VI და წითელუბნის საჯარო სკოლებმა მოიპოვეს.
გამარჯვებული გუნდები 2023 წლის გაზაფხულზე მონაწილეობას სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურნირზე მიიღებენ.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს