კულტურა
11.11.2022 11:29
გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არქეოლოგის, სერგო ნადიმაშვილის დაბადებიდან 105 წლის იუბილე აღინიშნა

სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც  მეცნიერის, არაერთი არქეოლოგური აღმოჩენის ავტორის, კულტურის დამსახურებული მუშაკის,  მუზეუმის გარდაცვლილი დირექტორის, სერგო ნადიმაშვილის დაბადებიდან 105 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციას ესწრებოდნენ ცნობილი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები, არქეოლოგები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მომხსენებლებმა სერგო ნადიმაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართლის გეგმაზომიერი რეგიონული არქეოლოგიური შესწავლა სერგო ნადიმაშვილმა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. მან  პირველად გამოავლინა და შეისწავლა მრავალფენიანი უძველესი ნასოფლარ-ნაქალაქარები, ყორღანული სამარხები და სხვა ტიპის სამაროვნები, რომელთა მიხედვით შეადგინა შიდა ქართლის არქეოლოგიური აღმოჩენების კატალოგი და მხარის არქეოლოგიური რუკა.

კვირის ამბები