საზოგადოება
10.11.2022 16:02
პირველად საქართველოში განათლების სისტემაში მომუშავე პირებისთვის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

განათლების სისტემაში მომუშავე პირებს საშუალება მიეცემათ მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღონ მონაწილეობა, რომლის თემაა - „განათლება - მომავლის აკვანი“.

„პირველად საქართველოში და მეთერთმეტედ მსოფლიოში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიება აერთიანებს შემოქმედებით და კრეატიულ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა და განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები. გიწვევთ პედაგოგებს, მასწავლებლებს, აღმზრდელებს, მშობლებს, მეთოდოლოგებს, საგანმანთლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებს და ყველას, ვისაც გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებაში“, - ნათქვამია კონფერენციის ორგანიზატორის, ორგანიზაცია EdCamp Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კონფერენცია 26-27 ნოემბერს გაიმართება. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი დეტალების გასარკვევად უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 598 44 44 01

კვირის ამბები