კულტურა
10.11.2022 13:07
„ფიქრის ტრაექტორია“ - გორის ხელოვნების სახლი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიურ გამოფენას მასპინძლობს

გორის ხელოვნების სახლი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიურ გამოფენას მასპინძლობს.

პროექტ ART HOUSE 2022-ის ფარგლებში მოწყობილი ექსპოზიციის იდეის ავტორი მარიამ შერგელაშვილია. პროექტი კი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.

გამოფენაზე წარმოდგენილია მოწვეული ხელოვანების განსხვავებული შემოქმედებითი მიდგომები: ფოტო, სივრცული ობიექტი, ინსტალაცია, ციფრული და გრაფიკული ნახატი. ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, სივრცული დიალოგის მეშვეობით გამოფენის კონცეფცია ხელოვნების ვიზუალურ ენას ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ასპექტებით განავრცობს.

გამოფენაში მონაწილეობენ: თორნიკე გოგნაძე, ქეთი კაპანაძე, თეა ნილი, ნინო საკანდელიძე და დავით ჩიხლაძე.

დამთვალიერებელს საგამოფენო სივრცეში სტუმრობა 30 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება.

დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები