სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის ქერეს საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიაა.
ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენი პირი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 350-400 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 20 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 1-ლი დეკემბერია მითითებული.