საზოგადოება
10.11.2022 11:46
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადებს ელექტრონულად წარადგენენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალი შეიქმნა, რაც ახალგაზრდებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას მისცემს.

ახალგაზრდებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 5 დეკემბერს 18:00 საათამდე, ელექტრონულ პორტალზე: socreg. mes. gov. ge შეეძლებათ.

ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალის პრეზენტაცია განათლების სამინისტროს შემდეგ გორშიც გაიმართა.

შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მერის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები, გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის და გორის სახელმწიფო უნივერისტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ელექტრონული პლატფორმის ამუშავება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შესაძლებლობა ბევრად გაამარტივებს სტუდენტების რეგისტრაციის პროცესს და თავიდან აგვაცილებს მასთან დაკავშირებულ აქამდე არსებულ გაუგებრობებს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

კვირის ამბები