საზოგადოება
10.11.2022 11:21
მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტს 59, 8 კმ რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2022 წელს გორის მუნიციპალიტეტს 59, 8 კმ რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება.

პროექტების მიხედვით 25 900 გრძივი მეტრი სოფლებში (შიდა გზები), ხოლო 10 300 მეტრი ჯამში ქალაქში მოეწყობა.

მიმდინარეობს, ასევე, სოფლების დამაკავშირებელი გზების (გზის ორი მონაკვეთი: ხიდისთავი, ატენი და ბოშური; ტირძნისი, დიცი, ერედვი და ხეითი) რეაბილიტაცია, რომელთა ჯამური სიგრძე 23 600 მეტრია.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, გორში სამუშაოები ქალაქის 17 ქუჩაზე დაიწყო.

უკვე დასრულდა 5 (აბაშიძის, არაგველის, ქუჩიშვილის, ბესიკის, იაკობ ჯუღაშვილის) და მიმდინარეობს 9 ქუჩის რეაბილიტაცია (აღმაშენებლის გამზირი, ცხინვალის გზატკეცილის მონაკვეთი, რაზმაძის, რობაქიძის, გვერწითელის, გიორგი ბრწყინვალეს, ჩერქეზიშვილის, სოხუმის, ბაგრატიონის).

მალე დაიწყება შესაბამისი სამუშაოები ანტონოვის და სააკაძის ქუჩებზეც.

ქალაქის გარდა, წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის 22 სოფელშიც დაიგეგმა. მათ შორის სამუშაოები დასრულდა 11 ( ბერშუეთი, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ხიდისთავი, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ტირძნისი, ქვახვრელი, ატენი) და მიმდინარეობს 8 სოფელში (კირბალი, ბერბუკი, ტინისხიდი, დიდი გორიჯვარი, ტინისხიდი, შერთული, ხელთუბანი). მალე დაიწყება გზების რეაბილიტაცია ახალდაბასა და მეღვრეკისში, აძვსა და ჯარიაშენში“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში რეაბილიტირებული გზის ფართობი 183 004 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

 

კვირის ამბები