კულტურა
09.11.2022 16:45
გორის ხელოვნების სახლი მსურველებს კომიქსების რეზიდენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს
18-19-20 ნოემბერს გორის ხელოვნების სახლი მსურველებს კომიქსების რეზიდენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

ორგანიზატორების თქმით, რეზიდენცია მოიცავს გორში, ხელოვნების სახლში 3 დღიან ვორქშოპს, რომელიც კომიქსის შექმნის ფუნდამენტებს შეეხება. საბოლოოდ მონაწილეები შექმნიან კომიქსს, რომელიც ერთიან კრებულად გამოიცემა.

„რეზიდენციის ფარგლებში მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სახატავი მასალით, კვებით და დასარჩენი ადგილით გორში. პროექტი ხორციელდება MOCI Communities of Change - Prototyping Local Futures-ის და თანამდეროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, რომლის ფინანსური მხარდამჭრია გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისი. დამატებით შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ხელოვნების სახლის გვერდზე. აპლიკაციების მიღება გრძელდება 12 ნოემბრამდე“, - ნათქვამია გორის ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები