გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში 12-13 ნოემბერს ჩანიშნული საპრემიერო ჩვენება გადაიდო, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დაანონსებული სპექტაკლის - „უჩინმაჩინის ქუდის“ პრემიერა 25 და 26 ნოემბერს გაიმართება. წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, თანამედროვე რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ აღნიშნული წარმოდგენა გიორგი ერისთავის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა.
სპექტაკლში მარი არღუთაშვილი, კახა ბერიძე, გიორგი გოგუაძე, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, სოსო მგალობლიშვილი, მაკა შალიკაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობენ.
გორის თეატრში დაგეგმილ პრემიერამდე, „უჩინმაჩინის ქუდი“ მაყურებელმა 7 ნოემბერს, რუსთავის თეატრში კომედიის ფესტივალზე იხილა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი