გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ქართულ-პოლონური ახალგაზრდული სასწავლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გორში მყოფ პოლონელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-პოლონური ახალგაზრდული სასწავლო გაცვლითი პროგრამის შექმნის ინიციატივა გორისა და ტომაშოვ ლუბელსკის (პოლონეთი) მუნიციპალიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში წარმოიშვა. პროგრამის მიზანი კი, ორივე ქვეყნის ახალგაზრდების მიერ საქართველოსა და პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება და მათი სოციალური უნარების გაძლიერებაა.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის ქართულ-პოლონურ ახალგაზრდულ სასწავლო გაცვლით პროგრამას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.