„სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ტრენინგის თემას, საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეებისთვის „კიბისა და ლიდერობის“ სწავლება წარმოადგენდა.
„სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამა“ ტრენინგ-პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჯარო სკოლების თვითმმართველობების გაძლიერებას და გააქტიურებას.
პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით წელს მეოთხედ ხორციელდება და მასში 150-ზე მეტი აქტიური ახალგაზრდაა ჩართული“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამის მხარდაჭერები „შვედეთის საერთაშორისო ადგილობრივი დემოკრატიის ცენტრი“ (ICLD), „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა“ (FID), ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“, საზოგადოება „ბილიკი“, „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება“ და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.