შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში „შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე ჩართვის ქვეპროგრამასთან“ დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამის მიმდინარეობის პროცესზე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, ზურაბ მენთეშაშვილთან და პროგრამის ხელმძღვანელთან, ანა ბენდელიანთან ერთად ისაუბრა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული წარმომადგენელი და მონიტორინგის კოორდინატორი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ქარელის, ხაშურის და გორის მერების მოადგილეები, რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელები და პროგრამაში ჩართული დამსაქმებლები.
მხარეებმა იმსჯელეს პროგრამის განხორციელებისას არსებულ გამოწვევებზე, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები და პროგრამის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, დაიგეგმა ერთობლივი მონიტორინგის პროცესი.