საზოგადოება
08.11.2022 13:01
ფემიციდის საწინააღმდეგო კამპანიას გორიც შეუერთდა

გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 შეხვედრას გორის რაიონული პროკურორი დავით გუმბერიძე, პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძე და პროკურორი ოთარ დოხნაძე უძღვებოდნენ.

დიალოგი სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, განიხილეს ოჯახში ძალადობის და ფემიციდის რეალური შემთხვევები.

ღონისძიებაზე ყურადღება ასევე დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

კვირის ამბები