სპორტი
08.11.2022 12:09
1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი - გორელი გოგონების ანგარიშზე
თბილისში გამართულ ღია პირველობაზე ძიუდოში გოგონათა შორის, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრება 3 ასაკობრივ კატეგორიაში - 2003-2005, 2006-2008 და 2009-2011 წწ. დაბადებულებს შორის მიმდინარეობდა.
პირველობის გამარჯვებული გახდა მარიამ მაისურაძე (+78 კგ. 2003-2005 წწ დაბ. შორის), ხოლო მესამე ადგილზე მარი მეგრელიშვილი (40 კგ. 2006-2008 წწ. დაბ. შორის) გავიდა.
კვირის ამბები