საზოგადოება
16.01.2020 13:43
სათამაშოების ხარისხზე კონტროლი მკაცრდება
ეკონომიკის სამინიტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი შევა ძალაში. ახალი რეგულაციის თანახმად, ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები სავაჭრო ობიექტებში წარმოდგენილ სათამაშო პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციასა და ხარისხს შეამოწმებენ. პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვის შემთხვევაში, ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნება, ბიზნესოპერატორს კი,  ხარვეზის გამოსასწორებლად ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა. ზედამხედველობის სააგენტო, პროდუქციის ხარისხს, ასევე, გააკონტროლებს ნაწარმის იმპორტის პროცესშიც. კომპანიებისთვის მიცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქცია ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას დაექვემდებარება. როგორც ცნობილია, მსგავს დარღვევებზე იგეგმება ფულადი ჯარიმების დაწესებაც, თუმცა, აღნიშნული სანქცია მოგვიანებით, 2021 წლიდან ამოქმედდება.
კვირის ამბები