საზოგადოება
08.11.2022 10:38
გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 8 ახალი სკვერით ისარგებლებს

მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტს კიდევ 8 ახალი სკვერი შეემატა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სოფლებში ხუთი სარეკრეაციო სივრცის (ტინისხიდი, ვარიანი, კარალეთი, ახალდაბა, პატარა გორიჯვარი), ხოლო  გორში სამი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია დაიგეგმა.

8-დან 5 პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“-ის ფარგლებში განხორციელდა. დარჩენილი 3 პროექტიც, ასევე, მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. აქვე გეტყვით, რომ გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შერჩეული, „სამოქალაქო ბიუჯეტის 2022“-ის ფარგლებში ჯამში წლის ბოლომდე 41 პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წლის პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს. თანხა კი 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად განაწილდება“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები