სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა. ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.
გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა იხილეთ ბმულზე: https: // www. moh. gov. ge /.../ sezonuri - gripis-sawinaaRmdego...