სპორტი
07.11.2022 14:28
ღია პირველობაზე ძიუდოში გოგონათა შორის გორელმა სპორტსმენებმა 4 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 4 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს თბილისში გამართულ ღია პირველობაზე ძიუდოში გოგონათა შორის.

შეჯიბრება 3 ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა - 2003-2005, 2006-2008 და 2009-2011 წწ. დაბადებულებს შორის.
პირველ ადგილებზე გავიდნენ: ეთერ ასკილაშვილი (63 კგ. 2003-2005 წწ.), დალი მაზანაშვილი (52 კგ. 2006-2008 წწ.), ქრისტი მაზანაშვილი (40 კგ. 2009-2011 წწ.), მარიამ იაშვილი (33 კგ. 2009-2011 წწ.);

მეორე ადგილები წილად ხვდათ: ნინი იაშვილს (52 კგ. 2003-2005 წწ.), ქეთი რობაქიძეს (70 კგ. 2006-2008 წწ.), ნატალი იაშვილს (48 კგ. 2009-2011 წწ.).
კვირის ამბები