მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებისთვის პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათი დაწესდა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 50%-იანი შეღავათით გაიცემა მოქალაქეებზე, რომელთაც მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი.
„სახელმწიფოსთვისშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სახელმწიფო სერვისების გამარტივება ერთ-ერთი პრიორიტეტია. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა საშეღავათო პირობებით გაიცემა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე, თუკი მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას წარადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის დოკუმენტს. წარდგენილი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს, რომ მოწმობის მიღების მომენტში მოქალაქე მკვეთრად, ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი. ამ შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის საფასური 60 ლარის ნაცვლად 30 ლარია“, - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.