კულტურა
07.11.2022 12:26
„უჩინმაჩინის ქუდი“ - გორის თეატრში მორიგი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. 12, 13 და 26 ნოემბერს მაყურებელი გორის თეატრის სცენაზე გიორგი ერისთავის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „უჩინმაჩინის ქუდი“ იხილავს.

თანამედროვე რეჟისორის ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლში მარი არღუთაშვილი, კახა ბერიძე, გიორგი გოგუაძე, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, სოსო მგალობლიშვილი, მაკა შალიკაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობენ.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

თეატრის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, გორის თეატრში დაგეგმილ პრემიერამდე, „უჩინმაჩინის ქუდს“ მაყურებელი დღეს, 7 ნოემბერს, რუსთავის თეატრში, კომედიის ფესტივალზე  იხილავს.  

 

კვირის ამბები