სპორტი
07.11.2022 12:14
გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ტიტულოვანმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) ბაქოს გრანდ სლემი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე შეჯიბრებაზე ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა ადილ ოსმანოვთან მოგებით (მოლდოვა) დაიწყო, შემდეგ ბილალ სილოღლუსს (თურქეთი) სძლია, თუმცა, მეოთხედფინალში დამარცხდა არტურ მარგელიდონთან (კანადა), რის გამოც რეპეშაჟში გადაერთო და იტალიელი მანუელ ლომბარდო დაამარცხა. უშუალოდ ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებელ შეხვედრაში კი ბელგიელ სალვადორ კასე როჩას მოუგო და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

 

კვირის ამბები