ტურიზმი
07.11.2022 11:33
„გზა ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტებისკენ“ - გორელი პედაგოგები და მოსწავლეები ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილ აქტივობაში ჩაერთნენ

გორის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეთა  ტურისტული კლუბების წევრები ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილ აქტივობაში ჩაერთნენ.  

ღონისძიებას უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალმა უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა იყო - „გზა ევროსაბჭოს კულტურული  მარშრუტებისკენ“.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის როლზე, ასევე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის როგორც მდგრადი მემკვიდრეობის  პოპულარიზაციაზე არქელოგიური ექსპონატების მეშვეობით.

 „ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სერვისების და ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტის საგანმანათლებლო სამსახურის და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. ლექციები საკითხთან დაკავშირებით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის  წარმომადგენლებმა, ნაზი ხუნდაძემ და ლევან ლოსაბერიძემ წაიკითხეს“, - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კვირის ამბები