საზოგადოება
07.11.2022 10:47
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 5-წლიანი პროგრამა იწყება

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი USAID-ის პროგრამის „ძლიერი სოფლის“ წარდგენას დაესწრო.

5-წლიანი პროგრამა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯომესებას ისახავს მიზნად.

პრეზენტაციას აშშ-ს განვითარების სააგენტოს და საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ის ფერმერები და მეწარმეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც გასული წლების განმავლობაში USAID-ის სხვადასხვა პროგრამაში ბენეფიციარის სტატუსით იყვნენ ჩართულები.

„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს უწყვეტი თანადგომისთვის. USAID გორის მუნიციპალიტეტთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს. მიხარია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ ახალ, ხუთწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას,“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ცნობისთვის, პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარია.

კვირის ამბები