საზოგადოება
05.11.2022 12:36
გორში, ბარათაშვილის ძეგლთან ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა
რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარედ არსებულ ზებრა გადადასვლელთან ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. 
შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე ქალმა სხეულის ტრავმული დაზიანება მიიღო. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება.
კვირის ამბები