კულტურა
04.11.2022 14:38
მეცნიერებათა სკოლაში სკოლის ექიმის პოზიციაზე ვაკანსიაა
მეცნიერებათა სკოლა გორში სკოლის ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 8 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „თერაპია“ ან „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“ და უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 7 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ.
კვირის ამბები