„ცის კარი“ - საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი გორს ეწვევა
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გ. ერისთავის სახელობის თეატრს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა და წარადგენს სპექტაკლს სახელწოდებით - „ცის კარი“.
შეხვედრა გორელ მაყურებელსა და ოზურგეთელ მსახიობებს შორის 11 ნოემბერს, 14:00 საათზე შედგება. რაც შეეხება დაანონსებული სპექტაკლის შინაარსს,
„ცის კარი“ ნოდარ დუმბაძის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე გვიყვება, ტექსტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებსა და ჩანაწერებზეა დაფუძნებული.
ფართო აუდიტორიის შეფასებით, თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზი სანახაობრივთან ერთად განსაკუთრებულად ემოციურს ხდის სპექტაკლს, ავტობიოგრაფიული ხაზი მაგიურ, სინამდვილის განცდას ჰქმნის. ტექსტის სიმცირე კი, სპექტაკლს ყველა თაობის მაყურებლისთვის გასაგებს, შინაარსობრივად საინტერესოს და აღსაქმელად მარტივს ხდის.