გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა ქალმა კლინიკა დატოვა. სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსის იგორ გეორგიანის ინფორმაციით, პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური, არ ექვემდებარებოდა სტაციონარულ მკურნალობას და კლინიკიდან ამბულატორიულად გაეწერა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა მშვიდობის გამზირზე მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბიჭი, თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაშია გადაყვანილი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ