საზოგადოება
16.01.2020 13:06
მსოფლიოში პირველი ეკოსიგარეტი შეიქმნა

სამხრეთ აფრიკულმა კომპანიამ „Smokey Treats“ მსოფლიოში პირველი ბიოდეგრადირებადი ეკოსიგარეტი შექმნა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლადშექმნილი სიგარეტი ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის, როგორც ჩვეულებრივი, მაგრამ სრულიად უვნებელია პლანეტისთვის.

ეკოსიგარეტის მთავარი ატრიბუტი მისი ფილტრია, როგორც წესი, სიგარეტის ფილტრი  პლასტმასსა და ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც აბინძურებს გარემოს. ეკოსიგარეტის ფილტრი კი, ხის მერქნისგან არის დამზადებული. კომპანია „Smokey Treats“-ის დამფუძნებლების თქმით, გარკვეული დროის შემდეგ, მოწეული სიგარეტის ფილტრისგან გარემოში კვალიც კი არ დარჩება. თამბაქო კი, რაიმე დანამატს არ შეიცავს. როგორც ცნობილია, მუყაოს ყუთზე დატანილი წარწერაც ეკოლოგიურია - მელანი დამზადებულია სოიოსგან. კომპანიის დაპირებით, ეკოსიგარეტის გაყიდვებით მიღებული მოგება სამხრეთ აფრიკაში ტყის საფარის აღსადგენად იქნება მიმართული.

კვირის ამბები