საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მობილობის კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაციის (SYSTRA) ექსპერტებმა, ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს გორში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს.
კვლევის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებისა და მარშრუტების შესწავლა და ავტობუსების დატვირთულობის განსაზღვრა იყო, რის საფუძველზეც, მგზავრთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზება უნდა მოხდეს.
„SYSTRA Group“-ი არის მსოფლიო ლიდერი ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 100 ქალაქში ახორციელებს საქმიანობას. ორგანიზაციის ექსპერტებმა დამოუკიდებლად შეისწავლეს ავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა, გადაადგილების მიზნობრიობისა და მოსაცდელი სადგურების მდგომარეობა. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ლიდერ სატრანსპორტო კვლევით ორგანიზაციათან (SYSTRA) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გორის ტრანსპორტის სააგენტო რამდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობს. მიზანი კი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, უკეთესი მომსახურება და მგზავრების ინტერესებზე მორგებული მარშრუტების და სერვისების შეთავაზებაა“, - აცხადებენ გორის ტრანსპორტის სააგენტოში.