საზოგადოება
03.11.2022 13:25
3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება

3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

„ყველა ქართველ დიპლომატს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს - ქართული დიპლომატიის დღეს!

ეს თარიღი დიდი საზოგადო მოღვაწის, ქართველი ერის ევროპული იდეის ერთ-ერთი მედროშის - სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. საამაყოა, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში.

დღეს, ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება მაღალპროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატები. გიდასტურებთ პირადად ჩემს და მთავრობის მხარდაჭერას იმ საქმიანობაში, რომელიც შედეგსა და ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები