საზოგადოება
02.11.2022 14:51
ესეების კონკურსში - „ჩემი პროფესია“, უფროსკლასელებისთვის
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა 21-ე საუკუნის
მთავარი გამოწვევაა, ხშირ შემთხვევაში აბიტურიენტები არასწორად ირჩევენ
პროფესიას, რაც შემდგომ ნათლად აისახება მათ კარიერულ განვითარებასა და
წარმატებაზე. ესეების კონკურსი თემაზე „ჩემი პროფესია“ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც გეგმავენ გააგრძელონ სწავლა ფსიქოლოგიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, აძლევს საშუალებას დაწერონ თავისუფალი თემა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი კარიერული განვითარება და რა როლს ასრულებს პროფესიული ორიენტაცია მათ წარმატებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც აღნიშნული უნივერსიტეტი ავრცელებს.
ესეების კონკურსი
„ჩემი პროფესია“ შემდეგ თემებს მოიცავს: „მე - ფსიქოლოგი“; „მე - PR მენეჯერი“; „მე - ბიზნესმენი“ და კონკურსში მონაწილე ესეების ავტორებიდან ჟიური 10 საუკეთესოს გამოავლენს.
ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: დავალების პირობის ადეკვატური
გაგება და გააზრება, ნაშრომის აგება, მსჯელობის დასაბუთება, დამოუკიდებელი
აზროვნება.
„მონაწილეებს შორის გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე
გასული გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ჯილდო: I ადგილი - Hp ნოუთბუქი; II ადგილი - ERASMUS + საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა; III ადგილი - უნივერსიტეტი ალტერბრიჯის ტრენინგ კურსის 500 ლარიანი ვაუჩერი. ასევე, მონაწილეებს გადაეცემათ კონკურსში მონაწილეობის სიგელები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევრები 1-ლი ნოემბრიდან - 9 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე:
universityalterbridge @ gmail. com
კვირის ამბები