საზოგადოება
02.11.2022 14:28
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დედა-შვილი დაშავდა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მშიდობის გამზირზე მოძრავი ავტომობილი ფეხით მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი და 7 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დედა-შვილს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. ორივე პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება. შემდგომი მკურნალობის საკითხი კვლევების დასრულების საფუძველზე გადაწყდება.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კვირის ამბები