საზოგადოება
02.11.2022 14:27
მომხმარებელს უკვე შეუძლია ონლაინ შეძენილი ნივთი 14 დღის განმავლობაში უკან უპირობოდ დააბრუნოს
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტომ, პირველი ნოემბრიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო.

კანონში ცვლილებები ივნისიდან შევიდა. ბოლო რამდენიმე თვე მისი აღსრულება სანქციების გარეშე ხდებოდა. 1-ლი ნოემბრიდან კი, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ონლაინ შეძენილი ნივთი, 14 დღის განმავლობაში, უკან უპირობოდ დააბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისგება მოუწევს სანქციებისა და გაფრთხილების მექანიზმების მიხედვით.

ონლაინ-კომერციის ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ეს სიახლე მომხმარებელსა და ონლაინ-სისტემას შორის ნდობას გაზრდის. ლევან მოლაშვილი აღნიშნავს, რომ კანონში არის ორი მნიშვნელოვანი ჩანაწერი, პირველი - ნივთის 14 დღის შემდეგ უპირობოდ დაბრუნების შესახებ და მეორე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შემდგომი პერიოდის განმავლობაში, საუბარია რამდენიმე თვეზე, მოითხოვოს გარანტია და დაწუნების შემთხვევაში პროდუქტი უკან დააბრუნოს. მას მხოლოდ შიდა გადაზიდვის ხარჯების დაფარვა მოუწევს.
კვირის ამბები