გორის სპორტის სასახლე ხელბურთის მატჩს პირველად მასპინძლობს.
4 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს 14 წლამდელთა ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ტურის შეხვედრაში, გორელ ხელბურთელთა გუნდი - „ქარელს“ შეხვდება.
„დაგროვებული ქულებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ კონფერენციაში, „გორს“ უკვე მოპოვებული აქვს ადგილი ფლეი-ოფში, რადგან ის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. კონფერენციიდან კი, ფლეი-ოფში ხუთი გუნდი გადადის, მაგრამ ეს, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩშია და გორელებს უნდათ რომ ეტაპი გამარჯვებით დაასრულონ! ამიტომ, მობრძანდით, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ „გორს. დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს